ახალი ამბები
"ევროპული საქართველოს" დეპუტატები ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ
FaceBook

ქუთაისის საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან.


მათი თქმით, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია არ გადადგება  და არ გაათავისუფლებენ აქციაზე დაკავებულებს, სხდომებს არ დაესწრებიან.  ისინი უარს ამბობენ კომისიებში მუშაობაზეც.

"ვუცხადებთ სოლიდარობას აქციის მონაწილეებს და ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს.  ვფიქრობთ,  ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობაც" დაააფიქსირებს თავის პოზიციას " - განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით გოგისვანიძემ.

შეუერთდებიან თუ არა კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობის "დეპუტატები, პარტიაში ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობენ.  ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით,  ამაზე  განმარტებას  საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე გააკეთებენ.

 

Print