პოლიტიკა
რუსეთი დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს
FaceBook

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.


რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო - 62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.

რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაკარგა.

მედიის ინფორმაციით, რუსული დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას უკვე დღეიდან მიიღებს.

ipn.ge

Print