ახალი ამბები
ქუთაისში, ტურისტული კომპანიის ხელძღვანელი მზადაა კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი დააფინანსოს
FaceBook
უთაისში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები  საბჭოთა რევოლუციონერის,  ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს  ითხოვენ.

23 ივნისს აქციის მონაწილეებმა ამ მოთხოვნით ძეგლს ბანერი წარწერით: "ჩემი ქვეყანა ოკუპირებულაი რუსეთის მიერ" გადააფარეს და ადგილობრვ ხელისუფლებას მისი დემონტაჟისკენ მოუწოდეს.

სოციალურ ქსელში გამოჩდნენ მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან ძეგლის დემონტაჟისთვის საკუთარი ხარჯები თავად გაიღონ. ერთ-ერთი მათგანი ტურისტული კომპანია "TRAVEL TO GEORGIA"-ს ხელძღვანელი ლაშა ბერეკაშვილია.  

მისი თქმით, თუ ქუთაისის მერია იტყვის, რომ ბიუჯეტში თანხა არ აქვთ, მზად არის ამ მიზნით 1000 ლარი გადაიხადოს.

"მზად ვარ, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟში გავიღო 1000 ლარი, თუ მერია ისევ გვეტყვის რომ ფული არ აქვს. ქუთაისში არ უნდა იდგეს არც ერთი საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი, მითუმეტეს, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლების", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი. 

საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად,  კიკვიძის ძეგლი ისევ იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ქუთაისში, მისივე სახელობის პარკში.

კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდანაც მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხია კიკვიძის ძეგლის აღება. ამ საკითხს საკრებულოს  კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ მხარი დაუჭირა და ეს რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თუმცა, ძეგლი დღემდე თავის ადგილას რჩება. მერიაში განმარტავენ, რომ ძეგლის აღება-არ აღების საკითხი მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ, მათივე თქმით, ამ საკითხზე ხალხის გამოკითხვას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ მერიას ძეგლთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლა ადრეც ჰქონდა დაანონსებული. 

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.


ამავე თემაზე:

„უკვდავი“ ვასილ კიკვიძე - საკითხი, რომელიც 25 წელია ვერ გადაწყდა

ქუთაისში კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ
Print