ახალი ამბები
"დაუსიგნალე გახარიას" - ქუთაისში ავტომანქანებით მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება
FaceBook

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ქუთაისში 19:00 საათზე გაიმართება.


აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანთან ავტომანქანებით შეიკრიბებიან და საყვირების თანხლებით მსვლელობას მოაწყობენ.

მსვლელობის დაწყებამდე  აქცია-პერფორმანსი გაიმართება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შადრევანთან.

უცვლელი რჩება მთავარი მოთხოვნა- შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენება. 

ქუთაისში, ისევე, როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტის გამო ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.








 

Print