ახალი ამბები
ტურისტული სეზონის მხარდასაჭერად ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს
FaceBook
ქუთაისის მერია, ტურისტულ სეზონში მხარადჭერის მიზნით დაძმობილებულ ქალაქების  ხელმძღვანელებთან მიმართვას გეგმვას.
ამის შესახებ განცხადება ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  განცადება გააკეთა. 

"გადავწყვიტეთ და  ვაპირებთ ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, მხარში დაუდგნენ საქართველოს და ქუთაისს და სასურველ ტურისტულ ადგილმდებარეობად სწორედ ქუთაისი და საქართველო შესთავაზონ თავიანთ მოქალაქეებს. თუ რომელიმე სასტუმრო ქუთაისში ან იმერეთში სპეციალურ შეთავაზებას აპირებთ რომ გქონდეთ, ტურიზმის ცენტრთან კოორდინაციით, იქნებ მოგვაწოდოთ და ამ ინფორმაციასაც დავურთავთ თან მიმართვას", – ნათქვამია ქუთაისის მერის მოადგილის მიერ გამოქვეყნებულ  განცხადებაში.

ქუთაისი მსოფლიოს  30–მდე ქალაქთან არის დაძმობილებული.

თუმცა ყველაზე მეტი "მეგობარი" ქალაქი უკრაინაში ყავს. ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებია: მისური (კოლუმბია, აშშ) ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი), გელზენკირხენი (გერმანია), ვიტორია-გასტეისი (ესპანეთი), ნიკეა (საბერძნეთი), ტულა (რუსეთი), პლოვდივი (ბულგარეთი), აშკელონი (ისრაელი), რაშთი (ირანი), სამსუნი (თურქეთი), გიუმრი (სომხეთი), ტიანძინი (ჩინეთი), სინჰუა (ჩინეთი), ლიონი (საფრანგეთი), ბაიონი (საფრანგეთი), დონეცკი (უკრაინა), ხარკოვი (უკრაინა), ლვოვი (უკრაინა) და სხვა. 

21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს, რუსულ ტუროპერატორებს „ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც ფაქტობრივად საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.
Print