ახალი ამბები
ქუთაისში სამოქალაქო პროტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეურთდებიან
FaceBook
ქუთაისში მეოთხე დღეა, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, აქციებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება მართვას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეურთდებიან.

სამოქალაქო პროტესტში პოლიტიკოსების ჩართვის თაობაზე აქციის მონაწილეებს მოძრაობა "დატოვე პარალემენტი ქუთაისში" წარმომადგენელმა ეკა ფხაკაძემ განუცხდა.

"მაქვს შემოთავაზება ორგანიზატორებთან. თუკი ვიძახით და ვამბობთ, რომ 2020-ში არჩევნები უნდა იყოს პროპირციული, ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური პარტიების ჩართვა ამ აქციაში, ოღონ ისინი თქვენი თამაშით იხელმძღანელებენ", - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს ფხაკაძემ.

მის ამ შეთავაზებას აქციის მონაწილეთა ნაწილი სტვენით და რეპლიკებით "ჩამოდი" , "არ გვინდა პარტიები" შეხვდა. თუმცა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და წინააღმდეგნი არ არიან ტრიბუნა მათაც დაუთმონ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციებს კვლავაც სამოქალაქო საზოგადოება უხელძღვანელებს, პოლიტიკოსები კი სპიკერებს და გამოსვლის ტექსტსაც მათთან შეთანხმებით გააჟღერებენ.
Print