ახალი ამბები
"თუ თვითონ დაჯდა, სირცვილი მას, თუ ჩვენებმა დასვეს, ჩვენების სირცხვილი" - მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი გავრილოვზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთათელ-გაენათის დროებით დანიშნული მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაისიპოსტთან საუბარში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას ეხმაურება.

"ეს ერთი გავრილოვი, ანალიზის უნარი ხომ უნდა გვქონდეს, გონერი ხალხი ხართ, თუ თვითონ დაჯდა და  ჩამოაგდეს იქიდან,  სირცვილი ჭამა მან,  მაგრამ თუ ჩვენებმა დასვეს მაშინ ჩვენი სირცხვილია, მაშინ გავრილოვი კი არა, ვინც დასვა იმათ უნდა მოთხოვოთ. თვითონ დაჯდა და გააგდეს, თუ ჩვენებმა დასვეს და მერე გააგდეს? თუ ჩვენ დავსვით ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ პროტოკოლით იქ არ უნდა მჯდარიყო, ეს არის ვიღაცის მოქმდება", - აცხადებს მიტროპოლიტი. 




მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მიერ, პრორუსულ კურსთან დაკავშირებით  მისი მისამართით გამოთქმულ პროტესტზეც  აკეთებს განმარტებას.


მიტროპოლიტი “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ამბობს, რომ მინდიაშვილს დაავიწყდა, რომ მონათლულია ქრისტიანად და  ქრისტინას ევალება სიყვარული, მტრისაც კი.


“მეტს ვეტყვი, თუ თეოლოგია, გადაიკითხოს სახარება და თუ სადმე ნახავს, რომ მაცხოვარი რომაელებს ეძახდა - გაეთრიეთ ოკუპანტებო. თუ სადმე ამ სიტყვებს ნახავს, დამირეკოს,” - ამბობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.


მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი, “ქუთაისიპოსტთან” საუბარში, ასევე, ეხმიანება, მის მიერ 2014 წელს გამოცემულ ჟურნალში "სამი საუნჯე" გამოქვეყნებულ  ხედვებს, რომელიც პრორუსულია. მიტროპოლიტი განმარტავს, თუ რას გულისმობს მისი ხედვები.


“გეტყვით რა მიწერია. მე ვამბობ, რომ არის ორი სახის აგრესია, ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური აგრესია იწვევს წინააღმდეგობას და სულიერი აგრესია ხწრნის ერს.  აირჩიეთ რომელი გინდათ. მე არცერთი აგრესია არ მინდა, ქრისტიანობას აგრესია არ ახასიათებს. ჩვენი კანონი არის სიყვარული, წყალობა და მიტევება.


პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდობა რას ლაპარაკობს, მათი სინდისის საკითხია. სიტყვაზე შეიძლება გამოეკიდო (ადამიანს). თქვენ რომ ამბობთ სიტყვას მობილური, თქვენ რა ცერუს აგენტი ხართ ამიტომ? მე რომ სიტყვა მოსკოვი ვახსენო, რა რუსეთის აგენტი ვარ?


არის ბოროტება მეტი და არის ბოროტება ნაკლები. რომელს აირჩევთ თქვენ? რა დღეში იყვნე  ქართველები ახალციხეში და ადიგენის რაიონში. რუსების შემოსვლამ განდევნა იქ თურქები და მათ ამოისუნთქეს.  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ. ვინც სიკეთეს ვერ ხედავს, ის თვითონ არის ბოროტებით სავასე ადამიანი. უნდა გავარჩიოთ ბოროტი და კეთილი. ბოროტს არ მივიღებთ, და კეთილზე ბოროტი რატომ უნდა ვთქვა. მაშინ ცილისწამებელი გამოვდივარ მე? - განმარტავს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.


ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან  რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა.


2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.



Print