ახალი ამბები
ქუთაისში ბინის აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ბინის აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
ექიმ გიორგი აბესაძის თქმით, გარდაცვლილი ქალი 33 წლისაა. ასევე მძიმეა სახლის დაწვაში ეჭვმიტანილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი დაშავებული რჩება, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბლურია.

ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი, მიმდინარე წლის 18 ივნისს, დაშავდა.
Print