ახალი ამბები
"კარგი იქნება თუ სამღვდელოება არ მიიღებს მეუფე იოანეს ქუთაისში დანიშვნას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი
FaceBook
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქუთათელ-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად რუსთავის მიტროპოლიტის იოანე გამრეკლის დანიშვნას ეხმიანება.

"კარგი იქნება, თუ ქუთაისელები, მრევლი, სამღვდელოება არ მიიღებს, გააპროტესტებს მეუფე იოანეს ქუთაისში დანიშნვას. იოანე გამრეკელს მთელი პროგრამა აქვს გამოქვეყნებული, როგორ და რატომ უნდა გადავიდეს საქართველო რუსულ პოლიტიკურ კურსზე, იგი მონაწილეობდა ნატოს წინააღმდეგ აქციებში", -  წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ ფესიბუქ  გვერდზე.


თეოლოგის გარდა,სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ მოქალაქეები, რომლებიც  რუსთავის მიტროპოლიტის ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშვნას  აპროტესტებენ. 

ქუთაის-გაენათის ეპარქიას დროებით რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს. მიტროპოლიტი ეპარქიის მმართველი მანამდე იქნება, ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს.

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე". 

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დანიშნული დროებითი მმართველის პრორუსული ხედვები ნახეთ აქ.






Print