ახალი ამბები
მეუფე კალისტრატეს დაკრძალვას პატრიარქი ვერ დაესწრება
FaceBook

ქუთათელ-გაენათელ მიტროპილიტ მეუფე კალისტრატეს დღეს, 23 ივნისს  ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.

ეკლესიაში ამდროისთვის დილის ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც ქუთაის-გაენათის დროებითი მმართველი რუსთავის მიტროპოლიტი იოანე  გამრეკელი ატარებს. წირვის  დასრულების შემდეგ კი, მეუფე კალისტრატეს წესს აუგენენ, რის შემდეგაც მას ბაგრატის ტაძარში სამხრეთის მხარეს დაკრძალავენ. 

ქუთათელ-გაენატელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტარეს დაკრძალვაზე უწმუნდესი და უნეტარესი ილია მეორე ვერ ჩამოვის.

"ექიმებმა არ ურჩიეს მგზავრობა. თვითონ ვერ ჩამოვა, თუმცა, სააპატრიარქოდან არიან  მეუფის დაკრძალვაზე", - განმარატვენ სასულიერო პირები. 


ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი  მეუფე კალისტრატე 20 ივნისს,  მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა.
Print