ახალი ამბები
"ვისაც არ გიყვართ გიორგი ჭიღვარია მო...ტ.. დედები" - რას წერდა ხუციბერიძე მერზე გათავისუფლებამდე
FaceBook
"ვისაც არ გიყვართ გიორგი ჭიღვარია და კაი კაცები მო...ტ.. დედები, გამეცით პასუხი!!" -

ასეთი პოსტი გამოაქვეყნდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უკვე ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციბერიძემ ქალაქის მერზე, რომელმაც პოსტის ავტორი რამდენიმე საათში სამსახურიდან გაათავისუფლა.




პოსტის სკინი ფეისმუქმომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს



ხუციბერიძის გათავისუფლება თბილისში საპროტესტო აქციის დროს დარბეული დემონსტრანტების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტისა და სოციალურ ქსელში უხამსი და მუქარის შემცველი ლექსიკის გამოყენების გამო მოხდა, რომლის შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა დღე გაავრცელა.

ნუგზარ ხუციბერიძე სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებით დაშავებულ მოქალაქეებს.

"რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ" - წერს ხუციბერიძე.
ის, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას ეხმიანება და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს მუქარით და უხამსი ლექსიკით პასუხობს.
"შენი  დედას შ...ი მე ვარ ხუციბეგოვი შე ნ...ზარო 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვარ და ვებრძვი რუსებს, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ შე პ...ასტო, მნახე ერთი თუ ტ..კი გაქვს და რო გთხრი ტ..ში ავტომატს, პირიდან გაყრევიებ ტყვიებს შე მ...ლო"- წერს ხუციბერიძე.
ამავე თემაზე:

მასალის გამოქვეყნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ ხვალ აქცია დაანონსა ხუციბერიძის გადაყენების მოთხოვნით. ნახევარი საათის წინ, კი მისი პოსტები თბილისში მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს. მალევე მერმა ხუციბერიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი," - აცხადებს ქუთაისის მერი.

ამ დროისთვის ხუციბერიძეს სოციალური ქსელში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ყველა პოსტი და კომენტარი, რომელიც უხამს სიტყვებს შეიცავდა, წაშლილი აქვს. 


ამავე თემაზე:


"რო გთხრი ტ...ში ავტომატს", - როგორ პასუხობს რუსეთის კრიტიკას ქუთაისის მერიის ჩინოვნიკი

Print