ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მერიის ჩინოვნიკი სამსახურიდან გაათავისუფლეს
FaceBook

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე, თბილისში საპროტესტო აქციის დროს დარბეული დემონსტრანტების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტისა და სოციალურ ქსელში უხამსი და მუქარის შემცველი ლექსიკის გამოყენების გამო გაათავისუფლეს.


ინფორმაცია სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიან გაავრცელა. 

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი," - აცხადებს ქუთაისის მერი.

მერის ჩინოვნიკის მხრიდან უხამსი ლექსიკის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა გაავრცელა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ ხვალ აქცია დაანონსა ხუციბერიძის გადაყენების მოთხოვნით. ნახევარი საათის წინ, კი მისი პოსტები თბილისში მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს. მალევე მერმა ხუციბერიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 
ნუგზარ ხუციბერიძე სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებით დაშავებულ მოქალაქეებს.
"რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ" - წერს ხუციბერიძე.
ის, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას ეხმიანება და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს მუქარით და უხამსი ლექსიკით პასუხობს.
"შენი  დედას შ...ი მე ვარ ხუციბეგოვი შე ნ...ზარო 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვარ და ვებრძვი რუსებს, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ შე პ...ასტო, მნახე ერთი თუ ტ..კი გაქვს და რო გთხრი ტ..ში ავტომატს, პირიდან გაყრევიებ ტყვიებს შე მ...ლო"- წერს ხუციბერიძე.


ამავე თემაზე:

 


"რო გთხრი ტ...ში ავტომატს", - როგორ პასუხობს რუსეთის კრიტიკას ქუთაისის მერიის ჩინოვნიკი


Print