ახალი ამბები
'რუსეთი ოკუპანტია, გახარია წადი" - ქუთაისში საპროტესტო აქცია განახლდა
FaceBook
მესამე დღეა ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. 

სამოქალაქო პროტესტი თეთრ ხიდთან მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების მოწოდებები და მოთხოვნები უცვლელია: "რუსეთი ოკუპანტია", "არა ოკუპაციას", "თავისუფლებასთან წააღებთ", "გახარია წადი"

ქუთაისში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო. ყველაზე მასშტაბური 21 ივნისის აქცია იყო, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. სამოქალაქო პროტესტი ცენტრალური მოედნიდან დაიწყო, ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა დაპარლამენტის შენობასთან დასრულდა. 


მოქალაქეების პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
Print