ახალი ამბები
"რო გთხრი ტ...ში ავტომატს", - როგორ პასუხობს რუსეთის კრიტიკას ქუთაისის მერიის ჩინოვნიკი
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,  რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს მუქარით და უხამსი ლექსიკით პასუხობს.

მერიის ჩინოვნიკის აზრის გამოთქმისა და კამათის ფორმა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვებია.

ნუგზარ ხუციბერიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ყველაზე მეტ ფულს საქართველოში რუსი ტურისტები ტოვებენ, ამიტომ რუსეთთან მიმართებაში სწორი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ამ პოსტის გამო ის ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა გააკრიტიკა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მოქალაქეს მუქარითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა.

"შენი  დედას შ...ი მე ვარ ხუციბეგოვი შე ნ...ზარო 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვარ და ვებრძვი რუსებს, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ შე პ...ასტო, მნახე ერთი თუ ტ..კი გაქვს და რო გთხრი ტ..ში ავტომატს, პირიდან გაყრევიებ ტყვიებს შე მ...ლო"- წერს ხუციბერიძე.








ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მერიის თანამშრომელი უხამს პოსტს წერს. ნუგზარ ხუციბერიძე შეურაცხყოფას აყენებს 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებით დაშავებულ მოქალაქეებს.

"რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ" - წერს ხუციბერიძე.





მსგავსი ხასიათისაა მისი სხვა პოსტებიც.




ქუთაისიპოსტი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ნუგზარ ხუციბერიძესთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ამ დროისთვის კი ტელეფონი გამორთული აქვს.

ხუციბერიძის კომენტარს ოკუპაციაზე, მუქარაზე და მოქალაქეების მიმართ უხამს გამოთქმაზე მასთან დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.



ცნობისთვის, 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 1,617,548 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი სხვა ქვეყნის (მათ შორის გაერთიანებული არაბეთის ემირატები) მოქალაქეებს აქვთ (2,286.4 ლარი).  მას მოსდევს დასავლეთ ევროპა (1,621.8 ლარი),  შემდეგ ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა  (1,407 ლარი) და რუსეთი (1,135 ლარი).  მაგრამ ქვეყანამ ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმის სფეროში მიიღო რუსეთიდან, ვინაიდან ამ ქვეყნიდან საქართველოში 2019 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი (172,217) შემოვიდა. 

შემდეგ ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ქვეყანამ 105,962 ვიზიტორი მიიღო, მას მოსდევს სომხეთი და თურქეთი.



"ქუთაისიპოსტის" განმარტება: ნუგზარ ხუციბერიძის ზემოთ აღნიშნული პოსტები ქვეყნდება იმ მიზეზით, რომ ის საჯარო მოხელე გახლავთ.
Print