ახალი ამბები
ქუთაისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში მსვლელობის შემდეგ, აქციის მონაწილეების პარლამენტთან მივიდნენ.
შენობის შესასვლელთან დაცვა არის მობილიზებული. 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ბანერი მიიტანეს წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". 

აქტივისტები საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, 22 ივნისს, 18:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.


Print