ახალი ამბები
აქციის მონაწილეებს მუზეუმის ყოფილ შენობაზე ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებს მუზეუმის ყოფილ შენობაზე ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს 

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ინგლისურენოვანი ბანერი შინაარსით "მე ვარ საქართველოდან, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ " - მუზეუმის ყოფილ შენობაზე გაკვრა სცადეს.

აქციის ორგანიზატორები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებთან შესათანხმებლად მოვიდნენ, თუმცა ბანერის განთავსენაზე უარი მიიღეს.

ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ბანერნთან ერთად პარლამენტის ყოფილი შენობისკენ მსვლელობით დაიძრნენ.


Print