ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
FaceBook

როგორც ადამიანი და როგორც კაცი არ იქნება სწორი, რომ დავრჩე თანამდობებაზე - ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად დაადასტურა.


"მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას... ამავდროულად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, დარჩეს თანამდებობაზე... მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი," - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დუმის დეპუტატები, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, ოკუპაციის კანონს არ აღიარებს.

"საქართველომ გუშინ შუადღემდე გაიმარჯვა, დაანახა, რა მსოფლიოს ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით," - ამბობს ქუცნაშვილი.

თანამდებობას ტოვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.


1tv.ge

Print