ახალი ამბები
"ნუ გვესვრი" - ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

"ნუ გვესვრი" - ამ სლოგანით ქუთაისში მოქმედმა მედიაორგაზაციების წარმომადგენლებმა  მესხიშვილის თეატრის წინ აქცია გამართეს.



20-მდე ჟურნალისტმა 20-21 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზრიზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტეს, რა დროსაც დაშავდა მედიის 31 წარმომადგენელი. 

აქციის წარმომადგენლები მოითხოვენ, იმ სამართალდამცავების გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, მაშინ როდესაც მათი  იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.




















ჟურნალისტები მივმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე.

აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ იყო ორგანიზებული და ის ქუთაისისა და თბილისის გარდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა.
Print