ახალი ამბები
"ნუ გვესვრი" - ჟურნალისტების აქცია ქუთაისში 15 საათზე
FaceBook

21 ივნისს, ქუთაისში მოქმედი მედიაორგანიზაციები უერთდებიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ნუ გვესვრი!"


თბილისსა და რეგიონებში მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ.

20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე  10-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

აქცია გაიმართება 15 საათზე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ.

თბილისში - 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10).

Print