ახალი ამბები
ქუთაისელ დეპუტატს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება დასჯით ემუქრება
FaceBook
პარლამენტის დეპუტატს "ევროპული საქართველოდან" აკაკი ბობოხიძეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება დასჯით ემუქრება.
20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას აკაკი ბობოხიძემ რუსეთის დელეგაციის წევრების გასაგონად თქვა, „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

"დე ფაქტო უწყების წარმომადგნლების მუქარა ნამდვილად არ მაწუხებს. ძალიან მაწუხებს ის, რაც მოხდა. ძალიან მაწუხებს იმ დაშავებული ადამიანების ბედი, რომლებიც დღეს ჩვენ გვყავს. მე მივმართე რუს დელეგატებს, რომ დიახ იყო დრო, როცა მე მიწევდა მათი დახოცვა და მომავალშიც არ ვიტყვი უარს. ომში ადამიანები იხოცებიან", - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

დე ფაქტო რუსპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვეს განცხადებით, მიმართავენ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა ზემოთნახსენებ სამხედრო დამნაშავეს დამსახურებული სასჯელი მიეზღოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის.


Print