ახალი ამბები
ქუთაისში 21 ივნისის სამოქალაქო პროტესტს ოპოზიციაც შეურთდება
FaceBook
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ქუთაისში 21 ივნისს დაგეგმილ სამოქალაქო პროტესტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის " ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრების ნაწილი დედაქალაქში იმყოფება. შეურთდება თუ არა მათ სხვა წევრები, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ.

"6 საათზე ქუთაისში აქციას რა თქმა უნდა შევუერთდებით. პარტიის წევრების ნაწილი გუშინ წავიდა თბილისში. გადაწყვეტილებებს მივიღებთ მოვლენების განვითარების მიხედვით"- 'აცხადებენ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში.


სამოქალაქო პროტესტი დღეს ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზეა დაგეგმილი.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავეილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის წაყვანა სცადა.
რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის გასაპროტესტებლად ქუთაისში ორი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალამდე ფეხით მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს. მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა.
Print