ახალი ამბები
სამოქალაქო პროტესტი ქუთაისში - 21 ივნისს მორიგი აქცია დაიგეგმა
FaceBook

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ქუთაისში 21 ივნისს მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.


სამოქალაქო პროტესტი 18:00  საათზე მესხიშვილის თეატრი წინ დაიწყება. 

"ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. რუსეთი ოკუპანტია. აქ და ახლა საქმე ჩვენი გასაკეთებელია.

18:00 საათზე ყველანი მესხიშვილის თეატრთან. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს!," - წერენ აქციის ორგანიზატორები.

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში 20 ივნისს რამდენიმეჯერ გაიმართა. დღის ბოლოს, 19:00 საათზე დაწყებული აქცია, ცენტრალური მოედნიდან ბალახვნის მიმართულებით მსველობით გაგრძელდა.


ამავე თემაზე:

საპროტესტო ტალღა ქუთაისში - მსვლელობა შეძახილებით (ვიდეო)

 

Print