ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე მეუფე კალისტრატეს პანაშვიდზე მივიდა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში იმყოფება. მამუკა ბახტაძე მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს პანაშვიდზე, ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად  მივიდა.

ბახტაძე დღეს, საღამოს ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაციას უნდა დაესწროს, რომელიც
ცენტრალურ  მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

დღესვე, კონცერტი იყი დაგეგმილი, თუმცა, მეუფის გარდაცვალების გამო აღარ შედგება. 

მეუფე კალისტრატე  80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად,  ქუთაისის  ონკოცენტრში 20 ივნისს გარდაიცვალა.

 



Print