ახალი ამბები
„ეს არის ქართულ სულში ჩაფურთხება“ - რუსი დეპუტატების პარლამენტში ვიზიტი ქუთაისში გააპროტესტეს
FaceBook
რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ვიზიტი ქუთაისში გააპროტესტეს.

„თავისუფლებასთან წააგებთ“, „პარლამენტი ოკუპირებულია“,„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ და სხვა სლოგანებით ქუთაასიში მერიის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ და სხვადასხვა პარტის წარმომადგენლებმა  აქცია გამართეს. 

"პარლამენტი დღეს ოკუპაციის სიმბოლო ხდება, რადგან რუსული ჩექმა ემუქრება პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას“ - აღნიშნა მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთასიში“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ. 

აქციის მონაწილეები სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ და მათგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. 

“ხელისფულების რუსეთთან „დათბობის “პოლიტიკამ, ოკუპაციის თემა მიჩქმალა. რუსეთთან ურთიერთობა „მეგობრობაში“ გადაიზარდა. ეს "მეგობრობა" უკვე თვალსაჩინო გახდა დღეს.  ეს ე.წ. მეგობრები დასხდნენ იმ დარბაზში, რომელ დარბაზშიც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო პირდაპირი ჩაფურთხება ქართულ სულში“, - აღნიშნა აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ბერეკაშვილმა. 

ქუთაისში გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტების გვერდით იდგნენ ოპოზიციური პარტიების წარმოომადგენლები. მერიის წინ პროტესტს არ შეერთებიან უმრავლესობის წარმომადგენლები. 


პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალობა არის სამწუხარო.

"არ არის მარტივი ხედავდე რუსეთის დუმის დეპუტატს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღებ ადგილზე. ამ ფაქტის დაგმობა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა", - წერს ირაკლი შენგელია.


რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  სერგეი გავრილოვი პარლამენტში იმყოფებოდა, ის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა, საიდანაც ასამბლეას უძღვებოდა. 

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

 

საქართველოში ცამოსულ რუსეთის დელეგაციას მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.  ოპოზიცია კი ანსამბლეას ბოიკოტს უცხადებს. 

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რია. გავ­რი­ლო­ვი 1966 წელს ტუ­ლა­ში და­ი­ბა­და. 1989 წელს მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და 90-იან წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მას მე­სა­მე მცდე­ლო­ბი­სას გა­უ­მარ­თლა და 2007 წელს დუ­მის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს.


Print