ახალი ამბები
ქუთაისში მოქალაქეებს მოუწოდებენ "თეთრ ხიდზე" ფრთხილად იარონ
FaceBook
"ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან,"  – ქუთაისში ამ შინაარსის სტიკერი თეთრი ხიდის დაზიანებულ მინაზე დააკრეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები თქმით, ამ ქმედებით მოსახლეობას მოუწოდებენ დაზიანებულ ხიდზე ფრთხილად იარონ. 

"ეს არის მარცხი თვითმართველობის, რომელიც განპირობებულია პროექტის ჩავრდნით. მოვუწოდებთ, იმერეთის გუბერნატორის  მოვალეობის შემსრულებელს, გამოიძიოს  საკითხი. უკვე შეუძლებელია მინის ყოველი დაზიანება დაბრალდეს ბავშვებს ან წვეტიან ფეხსაცმელებს,“– აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრი  გია გოქაძე.

ის ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას ურჩევს, მინის დაზიანებულ ადგილებზე ჯებირები მოეწყოს, რათა უბედური შემთხვევა თავიდან იქნეს აცილებული.

ქუთაისში,  ახლადაღდგენილ თეთრ ხიდზე მინდა ისევ დღეს დაიბზარა. 

ეს არ არის ხიდზე მინის დაზიანების  პირველი შემთხვევა. ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები, გასული წლის 29 დეკემბერს, გაუჩნდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ადგილზე უკვე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელები და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.

ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.



ამავე თემაზე:


თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა

"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოძიების შედეგებზე
FaceBook Twitter


Print