ახალი ამბები
ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინა ისევ დაზიანდა
FaceBook
ქუთაისში,  ახლადაღდგენილ თეთრ ხიდზე მინდა ისევ დაიბზარა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ადგილზე უკვე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელები და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა.

ეს არ არის ხიდზე მინის დაზიანების  პირველი შემთხვევა. ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები, გასული წლის 29 დეკემბერს, გაუჩნდა.


თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.

ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეკონსტრუქცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.



ამავე თემაზე:


თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა

"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოძიების შედეგებზე
Print