ახალი ამბები
ქუთაისში, აფეთქების შედეგად დაზარებულ სამ ოჯახს მერია ბინას უქირავებს
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე  მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული შვიდი ოჯახიდან, მერია საცხოვრებლით სამს დააკმაყოფილებს. 

მათი განცხადებით სხვას ამის საჭიროება არ აქვს. 

ირკვევა, რომ სასტუმროში განთავსების ნაცვლად, რაზეც თავდაპირველად მერიამ ინფორმაცია გაავრცელა,  დაზარალებულებს ავტოქარხნის დასახლებაში ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ, რომლის ხარჯებს თვითმმართველობა დაფარავს.  


კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან


ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის შედეგად დანგრეულია მეორე სართულის კედლები და დამწვარია ინვენტარი. ხანძარმა გაანადგურა შენობის პირველი და მესამე სართულები.



ამავე თემაზე:


ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" - ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები

ქუთაისში, აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაჰყავთ


კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" - ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები





Print