ახალი ამბები
"ქვეყანაში მხოლოდ ჰომოსექსუალები რომ აღმოჩნდნენ, ბავშვების იმპორტი უნდა მოვახდინოთ?" - ალეკო ახალაძე
FaceBook
უთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ალეკო ახალაძე “თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს. "ერთ დილით ქვეყანაში მხოლოდ ჰომოსექსუალები რომ აღმოჩნდნენ, ბავშვების იმპორტი უნდა მოვახდინოთ? დაგვენახეთ ეს ვის გაწყობთ?" - წერს ალეკო ახალაძე სოციალურ ქსელში.




პოსტის შემდეგ მის მიერვე დაწერილ კომენტარებში დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი სტატუსი პრობლემის მეტი სიმძაფრით წარმოჩენის მიზნით დაწერა.

"ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ჩვენი მომავალი თაობის ბედი რომ დავანებოთ მზიური, თანდათანობით გადააგვარებენ ერს!...ნუ, ის ცხადია თეორიული ვარიანტია, რომ მარტო ჰომოსექსუალები იყვნენ. პრობლემის მეტი სიმძაფრით წარმოდგენისთვის დავწერე!...ღმერთმა დაგვიფაროს!"-წერს დეპუტატი.

ალეკო ახალაძე ქუთაისის საკრებულოს ის დეპუტატია, რომელმაც კოლეგას, ნანა კოსტავას, სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ალეკო ახლაძემ მაშინ განაცხადა, რომ კოსტავამ, რომლის საკრებულოდანაც წასვლას სამოქლაქო საზოგადოება პოსტის გამო მოითხოვდა, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში ბევრი ხმა მოუტანა.

Print