ახალი ამბები
ქუთაისის მე-3 სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია
FaceBook
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე განთავსებულ სპორტდარბაზში ელექტროსადენებს გაუჩნდა.


"დაკვამლიანება იყო და ამიტომ გამოვიძახეთ სახანძრო სამსახური," - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

დაკვამლიანების შედეგად სპორტდარბაზი დაზიანდა.



შემთხვევის ადგილზე საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანიც იმყოფებოდა. თუმცა, ადგილზე მყოფების თქმის,  მოგვიანებით ცუდად გახდა. 

სკოლის პედაგოგები განმარტავენ, რომ  შენობაში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით პერიოდულად შემოწმებები ტარდებოდა. 



ხანძრის ლიკვიდირებას სამსაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულებულია. სკოლაში მხოლოდ დირექტორი და პედაგოგები იმყოფებოდნენ.

Print