ახალი ამბები
ქუთაისში, აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაჰყავთ
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანიდან სამი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მათ სხეულის 30-75%-იან დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

"შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანია და ის გადაყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული", - განაცხადა გიორგო აბესაძემ.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად, რამდენიმე ბინა დაზიანდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება დილის 5 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერ ხმა გაიგონეს.  შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. მეორე სართულზე საცხოვრებელი ბინა კი დაიწვა.


ამავე თემაზე:

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" - ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები
Print