ახალი ამბები
ქუთაისის მერია: დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადავიყვანთ
FaceBook

იმ ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებით, საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 


მათი განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.


ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.


ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.


მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა. 


ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
Print