ახალი ამბები
ქუთაისში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 7 ადამიანი
FaceBook

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.


მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.




ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ასევე, მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.  კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია  განხორციელდა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
Print