ახალი ამბები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თავდაცვის ატაშედ ინიშნება
FaceBook
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება. ამ პოზიციაზე იგი დავით მამულეიშვილს ჩაანაცვლებს.

ინფორმაციას ადასტურებს ყოფილი გუბერნატორი. ქუთაისიპოსტთან საუბარში  იგი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში უკვე დაბრუნდა და გერმანიაშიც, სავარაუდოდ, წავა.

"ჯერჯერობით ვერაფერს  გეტყვით. დავით მამულეიშვილი არის თავის ადგილზე.  ერთი,  რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის , რომ დავინიშნე თავდაცვაში, ატაშატში. ჯერ გერმანიაში არ წავსულვარ, საქართველოში ვარ. თუმცა, სავარაუდოდ, წავალ"-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.


შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის ზაფხულზე დაინიშნა. გუბერნატორის პოსზტე მან  9 თვე იმუშავა. 

იგი 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. შავლეგო ტაბატაძე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.


ამავე თემაზე:



იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე

„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ – იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)

"ასე იყო საჭირო" - იმერეთის გუბერნატორი პოსტიდან წასვლაზე
Print