ახალი ამბები
ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შეწყვეტის გამო კომპანია 126 000 ლარით დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ შპს "ჯეო სერვისი", რომელიც ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა,  126 000 ლარით დააჯარიმა.
მერიამ  კომპანიას ხელშეკრულებაც გაუწყვიტა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქუჩაზე სამუშაოების გაგრძელების მიზნით სხვა კომპანიასთან  ხელშეკრულება პირდაპირი წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდება.

"მერია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მიმდინარე კვირაში პირდაპირი წესით დადებს ხელშეკრულებას და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ტაბიძის ქუჩაზე  ერთ კვირაზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ჯეო სერვისმა " მის კონტრაქტორს თანხა არ გადაუხადა, რაც სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი გახდა.


ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 163 364 ლარი იხარჯება.


Print