ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "ჯეო სერვისთან" ხელშეკრულება შეწყვიტა
FaceBook
ქუთაისის მერიამ შპს "ჯეო სერვისთან", რომელიც ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციას ახდენდა,  ხელშეკრულება შეწყვიტა.
მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების მიზნით, ახალი ხელშეკრულება, პირდაპირი წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გაფორმდება.

"მერია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მიმდინარე კვირაში პირდაპირი წესით დადებს ხელშეკრულებას და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ტაბიძის ქუჩაზე  ერთ კვირაზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ჯეო სერვისმა " მის კონტრაქტორს თანხა არ გადაუხადა, რაც სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი გახდა.

ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მერიის ინფორმაციით, კომპანია ყოველდღიურად ჯარიმდება.

Print