ახალი ამბები
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 20 ივნისს, ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებისთვის სცენის მონტაჟი უკვე დაწყებულია. 

როგორც ადგილზე მომუშავეებმა გვითხრეს, პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც დაესწრება. 

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის 6 აპრილს დააანონსა. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები, წარწერით made in Georgia, იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან.
Print