ახალი ამბები
“მიჯაჭვული ამირანი” - ომარ ნიშნიანიძის ახალი იდეა
FaceBook

ისტორიკოსისა და პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის მიერ ქუთაისში მოწყობილ “არგონავტიკის მუზეუმში” ბინას “მიჯაჭვული ამირანიც” დაიდებს.


ნიშნიანიძის თქმით, მას აიეტის სასახლეში, გემ “არგოს” გვერდით განათავსებს, რითაც ისტორიის კიდევ ერთი ეპიზოდის გაცოცხლებას შეეცდება.


“აიეტის სასახლეში იქნება მიჯაჭვული ამირანი. გეგმაში მაქვს და ვფიქრობ, საინტერესო გამოვა”, - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.


ომარ ნიშნიანიძემ ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის მოწყობა 2018 წლიდან დაიწყო. გაცილებით დიდი ხნით ადრე შეაგროვა ისტორიული ექსპონატები. 50 წელია რაც ეთნოგრაფიულ ნივთებს საკუთარი ფინანსებით ყიდულობს. ამჟამად ნიშნიანიძის კოლექციაში ასამდე ექსპონატი ინახება, რომელიც ქუთაისში, მისივე საცოხვრებელი ბინის ეზოში, გადახურულ ფანჩატურშია მოთავსებული.

რამდენიმე დღის წინ მათ ლეგენდარულ გემი „არგო“ შეემატა, რომელიც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ საკუთარი ხელით ააგო.

არგონავტიკის მუზეუმის პრეზენტაციას ომარ ნიშნიანიძე შემოდგომის ბოლოს გეგმავს.


ამავე თემაზე:


“არგონავტიკის მუზეუმი” ქუთაისში - ომარ ნიშნიანიძის ახდენილი ოცნება (ფოტო/ვიდეო)

"მდინარე რიონზე, შესაძლოა, სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისები დაინიშნოს"

Print