ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში არსებულ პრობლემებზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
FaceBook

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სამუშაო და კვების პირობებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორის  მოადგილე ზვიად შალამბერიძე, „საქნახშირისა“  და საჩხერის საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, გადაწყდა, რომ ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებს სამედიცინო მომსახურებას სწორედ საჩხერის საავადმყოფო გაუწევს.


საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსური დირექტორის,  მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკაში შეისწავლიან მაღაროელების  საჭიროებებს და უზრუნველყოფენ მათთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებას.


გარდა ამისა, კომპანია საქნახშირს  მაღაროელების სამუშაო ადგილზე პირველადი ჯანდაცვის პუნქტის გახსნა დაევალა.


შეხვედრაზე საუბარი, ასევე,  შეეხო მაღაროელების კვებით მომსახურებას. „საქნახშირის“ წარმომადგენლის თქმით, ადგილზე დასაქმებულთა უშუალო ჩართულობით გამოცხადდა ტენდერი და მათივე ზედამხედველობით  შეირჩა კომპანია, რომელიც მაღაროელებს კვებით მომსახურებას გაუწევს.

სამთავრობო დონეზე მაღაროს თანამშრომლების  პრობლემები მას შემდეგ დადგა, რაც მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას -შიმშილობას და პირის ამოკერვას მიმართეს.


ივნისის დასაწყისში, მთელი ჭიათურა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნით ჭიათურის მერიის შენობის წინ  ათობით მაღაროელი 11 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

საბოლოოდ, „საქნახშირი“  ანაზღაურების 35%-ით მომატებას  დათანხმდა, რაც  გაფიცულებისთვის მისაღები აღმოჩნდა და კომპანიასთან 8 პუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებით "საქნახშირმა" მაღაროელების კიდევ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო.


ამავე თემაზე:


ჭიათურის შავი ოქროს საბადოს ღარიბი გენერლები (ფოტო/ვიდეო)

მაღაროელები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ - როგორია ჭიათურა დღეს (ვიდეო)

8 პუნქტი, რაზეც “ჯორჯიან მანგანეზი” და მაღაროელები შეთანხმდნენ

ჭიათურა პარალიზებულია - მაღაროელების გაფიცვას მთელი ქალაქი შეუერთდა
Print