ახალი ამბები
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები ამოქმედდება
FaceBook
ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელებისათვის მედპუნქტები უფუნქციონირებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 10-დღიანი გაიცვის შემდეგ მიარწიეს. რაც შეეხება ხელფასების საკითხს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება.

„ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით რომ მიღწეული, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი საანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული,შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც",- განაცხადა სუბარმა.



შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
Print