ახალი ამბები
"სახლებს საძირკველი უჩანს" - რა ხდება ტაბიძის ქუჩაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ორ თვეზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეა პროცესი შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ობიექტზე დასაქმებულებმა სამუშაოები ხელფასის გადაუხდელობის გამო მიატოვეს.

გარდა გაჭიანურებული სამუშაოებისა, მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს. 



ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ შემსრულებელ კომპანიასა და მის კონტრაქტორს შორის გაუგებრობა მოხდა, თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს ფინანსურ პრობლემებს, ადგილობრივ თვითმმართველობაში არ საუბრობენ.

უცნობია ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო სერვისის" პოზიციაც. თბილისურ კომპანიას  მომხდარზე განმარტება არ გაუკეთებია. კომპანიის დირექტორს, თამაზ კვინიკაძეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაოები 7 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს. 



Print