ახალი ამბები
ექიმებმა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო სასმელების სია შეადგინეს
FaceBook
როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, რაციონში გარკვეული სასმელების არსებობა ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების საშუალებას იძლევა.
ყველაზე სასარგებლო სასმელად მეცნიერებმა ჩაი აღიარეს. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ღია სახეობები, რომლებშიც პოლიფენოლები მეტი რაოდენობითაა.
მეორე ადგილზე მწვანე ჩაი დგას. რაც ნაკლებ ფერმენტაციას განიცდის ჩაი, მით სასარგებლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული პოლიფენოლების ხარჯზე.
შემდეგ მოდის კარკადე, ცნობილი, როგორც ფარაონების სასმელი. ის მზადდება ანტოციანების შემცველი მცენარისგან Hibiscus sabdariffa.
სწორედ ანტოციანები აძლევენ სასმელს წითელ შეფერილობას. კარკადეში არის ასევე Р ვიტამინი, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
ყავა აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე. ის რიგი
სასიგნალო გზების ბლოკადას ახდენს, რითაც აუმჯობესებს გუნება-განწყობას, შრომის, ყურადღების კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას. ყავა ასევე სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. თავის მხრივ კაკაო არ აძლევს თრომბოციტებს შეწებების საშუალებას, რითაც პოზიტიურად მოქმედებს სისხლძარღვთა სტატუსზე.
მეხუთე ადგილზე დგას პომიდვრის წვენი. ის აუმჯობესებს მხედველობას, ზოგიერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ პომიდვრის წვენი კიბოსთან ბრძოლაშიც გვეხმარება.
მეექვსე ადგილზე С ვიტამინით მდიდარი ასკილის ნაყენია, მისი მიღება ძვლების მოტეხილობების დროსაც კი საჭიროა, რადგანაც რეგენერაციის პროცესებს აჩქარებს.
სასარგებლო სასმელების სია სრულდება წითელი ღვინით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს.
წყარო : mkurnali.ge
Print