ახალი ამბები
ხარაგაულში 60 ათასი წლის მღვიმე აღმოაჩინეს
FaceBook
ხარაგაულში,  ახალი სარკინიგზო გვირაბის ტერიტორიაზე შუა პალეოლითის ძეგლზე მიმდინარე საექსპედიციო სამუშაოები დასრულდა. 
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია, რომელიც სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგად გასულ წელს გამოჩნდა. 

"თუმცა, ამავე აფეთქების გამო ძალიან ბევრი ნაშთი განადგურებულია," - ამბობს პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თენგიზ მეშველიანი.

მისივე თქმით,  აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის.




"აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.  რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა" - ამბობს მეშველიანი.






აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.



ფოტო: "ჩემი ხარაგაული"
Print