ახალი ამბები
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ არტისტერიუმი“ გაიმართება
FaceBook
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი გაიმართება.

იგი 11-დან 20 ივნისის ჩათვლით მოეწყობა.


არტისტერიუმი საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი პლატფორმაა, რომელიც თბილისში დაფუძნდა და პირველად 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა.

პროექტის ავტორების თქმით, გამოფენისთვის სახელი გასული საუკუნის 10-ანი წლების, თბილისის მოდერნისტულ, კულტურულ და სახელოვნებო დინამიკას ეხმაურებოდა. „არტისტერიუმი“ ერქვა ჟურნალ „არს“-თან, მისივე შენობაში არსებულ კლუბს, სადაც ავანგარდული გამოფენები, პოეზიის საღამოები და ლექციები იმართებოდა. განმარტავენ, რომ სახელწოდებამ საშუალება მისცათ ქართული თანამედროვე ხელოვნება თბილისურ მოდერნიზმთან, ანუ საკუთარ ფესვებთან დაეკავშირებინათ.

2019 წლიდან „არტისტერიუმი“ საქართველოს რეგიონებში გადადის იმისთვის, რომ ათწლეულის მანძილზე, თბილისში დაგროვებული, საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანოს, მოიზიდოს და დააინტერესოს ახალი მაყურებელი და ხელი შეუწყოს სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაციას საქართველოში.

"არტისტერიუმის რეგიონული ფორმატის პირველ ქალაქი ქუთაისია - ქალაქი მდიდარი მოდერნისტული ტრადიციებით და იმ განსაკუთრებული წვლილით, რომელიც ქუთაისმა ქართული თანამედროვე კულტურის განვითარებაში შეიტანა. 2019 წელი დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე ქუთაისში, გამომდინარე მისი ისტორიული როლიდან, საქართველოში მოდერნისტული მიდგომების და აზროვნების განვითარებისთვის," – აღნიშნავენ პროექტის ავტორები. 

2019 წლის არტისტერიუმი, ასევე, მოიცავს ქუთაისში ჩატარებული პროექტების ფოტო-ვიდეო დოკუმენტაციის პრეზენტაციას თბილისის ისტორიის მუზეუმში (19-20 ივნისი).

პროგრამა:

11 ივნისი, სამშაბათი
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, რუსთაველის ქ. 8, ქუთაისი 4600.
18:00 – „არტისტერიუმი XII გზაზე - ქუთაისი“, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა.
ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, როლანდ შალამბერიძე, თეა სულაბერიძე, მინდია ჩარქსელიანი, როკო ირემაშვილი, ლუკა ზაუტაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გურამ წიბახაშვილი, ლისა ღლონტი, საქართველო; სო იანგი, სამხრეთ კორეა; ალი ბრამველი, ახალი ზელანდია; ნეზაკეტ ეკიჩი, თურქეთი; შაჰარ მარკუსი, ისრაელი; მასარუ ივაი, იაპონია; ლიზა ბიდლინგმაიერი, იენს რაუში, გერმანია; დომინიკ ფური, ალექს პერე, საფრანგეთი; ენრიკე მუნიოს გარსია შვეიცარია/ჩილე.

საგამოფენო პროექტი „ერთიანი ფუტურისტული სივრცე“, ჰარ ზუ (არუტუნ ზულუმიანი), ინა გრინჩელი, ალექსეი პარიგინი, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი, იაშა კრაინი, პეტერბურგი.

ვიდეო პროგრამა „ქართული ვიდეო ხელოვნება“, ელენე რაქვიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თეა თელია, ია რე და მიშა მაისურაძე, ვატო წერეთელი, კოტე სულაბერიძე, ზურა ჩართოლანი, ილიკო ზაუტაშვილი, კოტე ჯინჭარაძე და ვახო ბუღაძე.

12 ივნისი, ოთხშაბათი
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, რუსთაველის ქ. 8 ქუთაისი 4600.
14:00 - ჯულია ფედორჩუკის (პოლონეთი) ლექცია „კავშირი კულტურასა და ბუნებას შორის თანამედროვე პოეზიაში“. ეკოკრიტიციზმი, ეკოპოეზია.
16:00 - პერფორმანსების პროგრამა: ელენე რაქვიაშვილი, ზაირა ნადირაშვილი, საქართველო; ჯესი თეო რაჰმანი, ჰოლანდია/სურინამი; შაჰნაზ აგაევა, აზერბაიჯანი;

13 ივნისი, ხუთშაბათი
09:00 - აქცია „მღვიმედან მონასტრამდე“, პიტერ ნესმიტი, დიდი ბრიტანეთი. მარშრუტი: ცუცხვათის მღვიმეები, საწირეს გიშრის და ხეზე კვეთის საამქროები, მიტოვებული მაღარო და ჩაის პლანტაციები, გელათის მონასტერი.

14 ივნისი, პარასკევი
13:00 - პროექტის „სოკოზე მონადირენი“, პრეზენტაცია, გაბრიელ ადამსი, ეშლინ მორგანი, აშშ.
სოფელი კურსები.

15 ივნისი, შაბათი
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ქუთაისი 4600, რუსთაველის ქ. 8
12:00 - ლექციები:
ლაშა ბაქრაძე „ცისფერყანწელების ამაღელვებელი ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი“.
ქეთი შავგულიძე „HOOPLA ... თამაში დროსა და სივრცესთან“.
ნანა ყიფიანი, "ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი" მეოცნებე ნიამორები, 1919.
ალექსეი პარიგინი, „პოსტურბანიზმი, როგორც მომავლის კონცეფცია“
16:00 – „დუმილი“, ტექსტი საჯარო სივრცეში, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, საქართველო.
17:00 – ქანდაკება საჯარო სივრცეში, პაველ მატიშევსკი, პოლონეთი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ლესელიძის ქ. 2, ქუთაისი.
22:00 – „უსათაურო“, ნიკო ცეცხალშე, გალაკტიონ კინწურაშვილი, საქართველო, 3D პროექცია დ. კაკაბაძის გალერეის ფასადზე.

16 ივნისი, კვირა
1000, ბაღდათი, ბაღდათის ქ. 51
13:00 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ფუტურისტული პოეზია, პიტერ ნესმიტი, ერეკლე დეისაძე, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი.

19-20 ივნისი
18:00-20:00 - არტისტერიუმი 12 / 2019-ის ვიდეო და ფოტო დოკუმენტაციის პრეზენტაცია თბილისის ისტორის მუზეუმში, თბილისი, სიონის ქ. 8.

გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაგრძელდება 2019 წლის 30 ივნისამდე.


2019 წლის არტისტერიუმის მთავარი პარტნიორია დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ასევე: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი ბაღდათში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, Explore Georgia, პოლონეთის ინსტიტუტი საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.


Print