ახალი ამბები
მეუფე კალისტრატე კლინიკაშია გადაყვანილი
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე კლინიკაშია გადაყვანილი.


მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში  იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.


ეპარქიის მღვდლის,  მამა ექვთიმეს თქმით, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.  


ქუთაისიპოსტი ეპარქიის წინამძღოლთან დაახლოებულ მღვდელს,  მამა მატათასაც ესაუბრა. მან ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.


ფოტოზე, რომელიც ეპარქიამ გაავრცელა,  ასახულია  მამა იოსებ ბურჯანაძე, რომელიც მეუფემ არქიმანდრიტის ხარისხით დააჯილდოვა. კლინიკაშივე შეასრულა კალისტრატემ ლოცვა-კურთხევა სამი მორჩილის მონაზვნად აღსაკვეცად.



ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად.  1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

PLAZA-ESCORTS
Print