ახალი ამბები
ვანში შინდისის ბრძოლაში დაღუპულის სახელობის ქუჩა გაიხსნა
FaceBook

ვანში, სოფელ მუქედის ქუჩას,  2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელი მიენიჭა.


მიხეილ დვალიშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს,  სოფელ შინდისთან ქართული ჯარის   ოცეულთან ერთად გმირულად დაიღუპა.


22 წლის ჯარისკაცი  სენაკის მე-2 ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა. იგი  სოფელ მუქედის მკვიდრი იყო.


მიხეილ დვალიშვილი ლექსებსაც წერდა. მისი პოეტური კრებული ორჯერ გამოიცა.

Print