ახალი ამბები
"წყალტუბო ერთი დღით ევროსოფლად იქცა" – "ევროპის დღე 2019" (ფოტო)
FaceBook
წყალტუბოში ,,ევროპის დღე 2019" საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტიობები გაიმართა. ღონისძიებას თან ახლდა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მეწარმეები.





,
,ევროპის დღეები 2019" -ის ფარგლებში წყალტუბო ერთი დღით ევრო-სოფლად იქცა. იყო ევროპული ოჯახის წევრი ნიშნავს, ქვეყნის სტაბილურობას, ეკონომიურად განვითარებას, ეს ნიშნავს, ევროპაში გადაადგილდებოდე თავისუფლად და არ აღგითქვამდნენ, როგორც არალეგალ მიგრანტს, მეტი ევროპა წყალტუბოში",  - განმარტა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.  ,,წელს ჩვენი დევიზია ,,ვაძლიერებთ ერთმანეთს" დღევანდელი დღე სწორედ იმის მანიშნებელია, რომ საქართველო და ევროკავშირი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი როგორც წელს", –  განმარტა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა.

ასევე, მოეწყო ესეების კონკურსი, სადაც გამარჯვებულები კარლ ჰარცერმა დააჯილდოვა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პროექტის, "წყალტუბოს განვითარების ჯგუფი"ს გახსნაზეც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მეწარმეები და პროგრამის პოტენციური ბენეფციარები ესწრებოდნენ.

"ჩემთვის საამაყოა, რომ საქარველოს სოფლის განვითარებაში ვმონაწილეობ, მჯერა,რომ პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას გააძლიერებს და თემს მეტ შესაძლებლობას მისცემს", –  განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წამომადგენლები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, კერძო და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი
. პროექტში მონაწილეობა მიიღეს პოტენციურმა ბენეფიციარებმა. ღონისძიებას წინ უძღდა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგლობრივი მეწარმეები. პროექტი დაფინანსებულია ევროავშირის მიერ,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვთარების ევროპის სამეზობლო პროგრამის(ENPARD) ფარგლებში.


ავტორი:  თიკო ჩაკვეტაძე
Print