ახალი ამბები
ხარაგაულში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი შეიქმნა
FaceBook
ხარაგაულში მდინარე ლევნულას ადიდების შედეგად დატბორილ სოფლებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ადგილზე უკვე შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობას აღწერს.

ჩხერიმელას ხეობაში, სადაც ადგილობრივები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ჩავიდა იმერეთის გუნერატორის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე.

ხარაგაულში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლევენულამ სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო, რის გამოც გარესამყაროსაა მოწყვეტლი 400–მდე ოჯახი. წყალი ეზობშიც შევიდა და  დატბორა სახნავ–სათესი მიწები. დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები.

ხარაგაულის მუნიცპალიტეტში აცხადებენ, რომ ზარალი  დიდია და პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ძალებით ვერ შეძლებენ.

"ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას,  რათა მივიღოთ დამატებითი დაფინანსება.  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრები საკმარისი არ არის, რადგან მასტაბურ პრობლემასთან გვაქვს საქმე", - აცხადებენ   მუნიციპალიტეტში.

ხარაგაულში დღეს დილიდან ნალექი შეწყდა. ადგილობრივები და შესაბამისი სამსახურები ახლა მდინარეში წლის დონის დაკლებას ელოდებიან.




Print