ახალი ამბები
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი დააზიანეს
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ილია ჭავჭავაძის  ბარელიეფი დააზიანეს.
ადგილობრივების თქმით, ბარელიეფი რესტავრაციას წლების განმავლობაში საჭიროებდა, ორი კვირის წინ მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა კი იგი მეტად გაანადგურა.

"არცერთ ხელისუფალს თავი არ შეუწუხებია მის აღსადგენად. ორი კვირის წინ ბიუსტი სულ დაამტვრიეს. ოთხი დღე ეყარა ნამსხვრევები, ბოლოს ვიღაცას უნამუსია და იქაურობა დაუსუფთავებია. ბიუსტს ნახევარი სახე ჩამონგრეული აქვს. რომ შეხედო რა მდგომარეობაშია, აგეტირება. გარდა ამისა, მემორიალს არ აქვს წარწერა, ტურისტი ვერ გაიგებს ვისი ბიუსტია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ილიას ძეგლები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბითაა დანგრეული. ეს დიდი სირცხვილია. ამაზე დიდი მამულიშვილი საქართველოს არ ჰყოლია და მის მემორიალს როგორ ვერ უნდა მოვუაროთ? " - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი  ილო ბენდელიანი.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ბარელიეფის რეაბილიტაციას გეგმავენ, თუმცა, კონკრეტულად როდის ეს ჯერჯერობით უცნობია.


ავტორი: ლილე ბერიძე
Print