ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი იმერეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა
FaceBook

7-8 ივნისს იმერეთს ევროკავშირის ელჩი  კარლ ჰარცელი ეწვევა.


7 ივნისს  კარლ ჰარცელი ბავშთა დღის ცენტრს, სოციალურ საწარმოსა და სარეაბილიტაციო ცენტრს მოინახულებს. ასევე, შეხვდება ორ პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც შშმ პირების ხელშეწყობის პროგრამაზე  მუშაობენ.


8 ივნისს ევროკავშირის ელჩი  ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მადერა ჯორჯიას“, ეწვევა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით 12 წელია ავეჯის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებს და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.


ვიზიტის ფარგლებში ელჩი  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამტარ პუნქტში მივა, სადაც საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება. ელჩი ისაუბრებს ვიზა ლიბერალიზაციის შეასხებ.


დღის ბოლოს ელჩი   წყალტუბოში  „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრება. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის განვითარების ხელშეწყობას,
ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში ამოქმედდება.


წყალტუბოშივე ევროკავშირის ელჩი ოფიციალურად გახსნის ევროპის დღეს წყალტუბოში, რომელიც იმართება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.

Print