ახალი ამბები
ხონში საკრებულოს თანამშრომელს საფულე მოპარეს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელს საფულე მოპარეს.
"აპარატის თანამშრომშრომელს მოპარეს საფულე, რომელშიც 250 ლარამდე  თანხა და საბუთები ედო", –  განმარტავენ ხონის საკრებულოს პრესსამსახურშო. 

შინაგან საქმეთ სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ხონის საკრებულოში, ეს არ არის ქურდობის პირველი შემთხვევა, მიმდინარე წლის 25 იანვარს ხონის საკრებულოში მუნიციპალიტეტის კუთნილი სამუშაო ლეპტოპი მოიპარეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
Print